საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთ-უყრაინის მოლაპარაკებების დასაწყებად გეგმის შემუშავება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტს სურს, რომ მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებები მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყოს.
„ბლუმბერგი“ წერს, რომ ემანუელ მაკრონმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში თავის მრჩეველს, ემანუელ ბონეს დაავალა, იმუშაოს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის საგარეო ურთიერთობათა კომისიის ოფისის დირექტორთან, ვან ისთან, რათა ჩამოაყალიბოს ჩარჩო, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც საფუძველი მომავალი მოლაპარაკებებისთვის.
„ბლუმბერგის“ სტატიის თანახმად, ემანუელ მაკრონს ჩინეთის დახმარება სჭირდება, რომ რუსეთი და უყრაინა მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანოს. საფრანგეთის პრეზიდენტის გეგმა ასევე ითვალისწინებს კიევის უსაფრთხოების გრძელვადიან გარანტიებს.