„ქართული ოცნება“ ჩვენს შორის დაპირისპირებას ვერ მოესწრება, – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ნაყოფიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ყრილობამ გამოიწვია ძალიან დიდი ვნებათაღელვა პოლიტსაბჭოს წევრებში. ამ განაწყენებულ ადამიანებთან საჭიროა მუშაობა. თუ დამატებითი ოფისი გაიხსნება „ნაციონალური მოძრაობის“ ფარგლებში, მე ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. რაც შეეხება ირაკლი ნადირაძის განცხადებას სუსის აგენტებზე, მე ვაპირებ დღეს ან ხვალ მივიდე იმ ოფისში – უბრალოდ კითხვა მაქვს, მეც სუსის აგენტი ვარ?“, – განაცხადა ნაყოფიამ.