„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, დავით კეზერაშვილი დავით ტყეშელაშვილთან ერთად ლონდონიდან კვიპროსში გაემგზავრა

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ლონდონიდან კვიპროსში გაემგზავრა.

უკავშირდება თუ არა მისი გამგზავრება “ბიბისის” ჟურნალისტურ გამოძიებას უცნობია, თუმცა კეზერაშვილი კვიპროსში თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფება, მათ შორისაა ყოფილი მაღალჩინოსანი დავით ტყეშელაშვილი.

BBC-მ დავით კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ აუდიო მასალის შემდეგ საგამოძიებო ფილმიც გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.

ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

მანამდე BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.