სლოვაკეთის მთავრობამ უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი დროებით შეაჩერა.
სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის, სამუელ ვლკანის განცხადებით, ბრატისლავამ გადაწყვეტილება უკრაინიდან იმპორტირებული 1 500 ტონა პესტიციდებით დაბინძურებული მარცვლეულის აღმოჩენის შემდეგ მიიღო.
მისივე თქმით, ეს ნაბიჯი სლოვაკეთის აგრომრეწველობასა და კვების სექტორს და მომხმარებელთა ჯანმრთელობას დაიცავს.