ვლადიმირ პუტინი ხერსონის ოლქში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის ქალაქ ხერსონის ოლქში მდებარე სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა. ინფორმაციას რუსული მედია TASS ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ვიზიტისას პუტინი პუტინი რუსეთის არმიის დნეპერის საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურებს ესაუბრა.

როგორც რუსული სამთავრობო მედია აღნიშნავს, ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი იყო მეთაურებისგან ანგარიშის მიღება, როგორც ხერსონის, ისე ზაპოროჟიეს მიმართულებით არსებულ ვითარებაზე.