ჟოზეფ ბორელი: სუდანში ევროკავშირის ელჩს საკუთარ რეზიდენციაში თავს დაესხნენ

სუდანში ევროკავშირის ელჩს საკუთარ რეზიდენციაში თავს დაესხნენ. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

„რამდენიმე საათის წინ, სუდანში ევროკავშირის ელჩს საკუთარ რეზიდენციაში თავს დაესხნენ.

ეს არის ვენის კონვენციის უხეში დარღვევა. დიპლომატიური შენობებისა და პერსონალის უსაფრთხოება სუდანის ხელისუფლების უპირველესი პასუხისმგებლობა და საერთაშორისო სამართლის ვალდებულებაა“, – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

სუდანში გასამხედროებულ დაჯგუფებასა და ქვეყნის არმიას შორის შეტაკებებს ასამდე ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია ათასზე მეტი. არმია და გასამხედროებული დაჯგუფება ვერ თანხმდებიან, თუ როგორ უნდა გადავიდეს ქვეყანა სამოქალაქო მმართველობაზე.