მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ამერიკელი ჟურნალისტის მოთხოვნა, შინაპატიმრობაში გადაეყვანათ, არ დააკმაყოფილა

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ამერიკელი ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის მოთხოვნა, შინაპატიმრობაში გადაეყვანათ, არ დააკმაყოფილა.

ჟურნალისტს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი 30 მარტს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გამოძიების ვერსიით, ამერიკული მხარის დავალებით ის აგროვებდა ინფორმაციას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენს და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობას ეხებოდა.