საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნინო წილოსანი „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებას ეხმაურება.
„დაპირისპირება ძალიან ნათლად ჩანს, ოფისებთან დაკავშირებული იქნება ეს, მელიას კადრებთან, თუ სხვადასხვა საკითხთან. დაპირისპირება კიდევ უფრო ამოვა ზედაპირზე. „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან მდგრადად მიდის დაშლისა და განადგურების გზაზე, რაშიც წარმატებას ვუსურვებთ“, – განაცხადა წილოსანმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ისევ მწვავე დაპირისპირებაა. ახალი თავმჯდომარის პირობებში, პარტიის ორი ფლანგის წევრებს უკვე პარტიული თანამდებობების გადანაწილება უჭირთ.