არნო ხიდირბეგიშვილი: აშშ-ის მთავარი მიზანი საქართველოში სამხედრო ბაზაა

ნებისმიერი ნახატი, იქნება ეს პორტრეტი, პეიზაჟი თუ ნატურმორტი, გარკვეული ინფორმაციის მატარებელია. კაზიმირ მალევიჩის “შავი კვადრატი” აღიქმება, როგორც მონიტორის, გაჯეტის ან ტელევიზორის გამორთული ეკრანი, რომელიც მზად არის აფეთქდეს ბობოქარი მრავალფეროვანი ინფორმაციით, რადგან შავი მატრიცა ნებისმიერ შეზღუდვას გამორიცხავს…

ლგბტ-ის დროშასავით ნაირფერადი, შეუზღუდავი პროპაგანდისტული ნაკადი, რომელიც ქართულმა ტელეარხებმა, სოციალურმა ქსელებმა და ინტერნეტმედიამ თავს დაატეხა მოქალაქეთა ცნობიერებას, უკიდურესად სახიფათოა, თუ მას „დამცავი სათვალეების“ გარეშე შევხედავთ – ვგულისხმობ კრიტიკულ მიდგომას დანახულის მიმართ და ამისათვის საჭირო ცოდნის/ინფორმაციის მარაგს. უცხოური გავლენის აგენტების მიერ გამომცხვარი მედია-კონტენტის რადიაციულმა გამოსხივებამ ქართველი ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსოფობიითა და რელიგიური აუტანლობით დააინფიცირა, ძირითადად – მართლმადიდებლობის, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის უკანასკნელი ხიდის მიმართ, რომელიც, მათი აზრით, ჩამონგრევას ექვემდებარება.
დღეს დასავლეთის მიერ აგენტოკრატიასა და ჰომოკრატიამდე მიყვანილი საქართველო (ჰომოკრატიაში ვგულისხმობ მოსახლეობის ჰეტეროსექსუალური უმრავლესობის, როგორც ანტიდასავლურისა და ჩამორჩენილის აგრესიულ დისკრიმინაციას ლგბტ-თემის „Tbilisi Pride“ წევრების მიერ) კათარზისს განიცდის – ხელისუფლებამ და ქართველმა საზოგადოებამ თვითგანწმენდის პროცესში პრაქტიკულად აღიარა წარსული შეცდომები და თანდათან შეუდგა მათ გამოსწორებას. თუ 7-9 მარტის უცხოელი აგენტების რევოლუცია საბოლოოდ გაიგუდება, მაშინ ამ წლის ბოლომდე ხელისუფლებას გაუქრება ბოლო ილუზიები დასავლელი მეგობარ-პარტნიორების კეთილი ზრახვებისა და მათი ფინანასური დახმარების რენტაბელობის შესახებ, ხოლო კონსტიტუციაში გააუქმებენ ჩანაწერს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ, როგორც ევროპული დემოკრატიული ღირებულებებით იმედგაცრუებული, აღმაშენებლის, გორგასლის, ერეკლე მეორისა და თამარ მეფის შთამომავლების უალტერნატივო ისტორიული არჩევანის.
ხელისუფლება აუცილებლად აღიარებს, რომ ინფორმაციის შეუზღუდავი ნაკადი ანარქიის და არა დემოკრატიის ნიშანია, რომელიც მედია-თავისუფლებას გულისხმობს. შესაბამისად, ლოგიკური იქნებოდა იმ ტელეკომპანიებისთვის ეთერის შეზღუდვა, სადაც უცხოური გავლენის აგენტები და უბრალოდ დასავლური სპეცსამსახურების ჯაშუშები ეწევიან იდეოლოგიურ დივერსიებსა და საბოტაჟს, სამხედრო მოქმედებების პროვოცირებას, სამოქალაქო და ეთნოსთაშორის შუღლის გაღვივებას, ასევე საგარეო ინტერვენციის – საქართველოში აშშ-სა და ნატოს (რაც არსებითად ერთი და იგივეა) სამხედრო ბაზების განლაგების აუცილებლობის პროპაგანდას.
ამ ძირგამომთხვრელ ტელეკომპანიებს აშშ-ს ელჩი ხშირად სტუმრობს, კარებთან მას მთელი მათი თანამშრომლების შემადგენლობა ხვდება და კელი დეგნანი უცხოეთის გავლენის ამ თითო აგენტს პირადად იცნობს, ტელეწამყვანიდან ოპერატორამდე. კეთილი, მაგრამ როგორ შეიძლება აკერძო ტელეკომპანიების ნტისახელმწიფოებრივი აგრესიული სარედაქციო პოლიტიკა მხოლოდ პროპაგანდად და თუნდაც დასავლეთის რბილ ძალად ჩაითვალოს?! განა ამ ტელეკომპანიების, რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების – ურღვევი ტრიუმვირატი! – მეშვეობით დასავლეთი საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს არ აწარმოებს?! რა თქმა უნდა, აწარმოებს, ამიტომ კოლაბორაციონისტებისთვის ეთერის გათიშვა არასაკმარისი ზომაა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი სამშობლოს ღალატისთვის თავისუფლების ხანგრძლივ აღკვეთას ითვალისწინებს. (უფრო ადეკვატური ზომა შემოიღეს რუსეთში – გუშინ, 18 აპრილს, რფ-ის სახელმწიფო დუმამ სამშობლოს ღალატისთვის სამუდამო პატიმრობა მესამე მოსმენით დაამტკიცა.)
ვიმეორებ – “ქართული ოცნების” ამჟამინდელი ხელისუფლების დამხობა და ხელისუფლებაში რადიკალური ოპოზიციის მოსვლა, რომელიც მეორე დღესვე დათანხმდება რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას, მხოლოდ ერთი პროექტის ორი ეტაპია, რომლის საბოლოო მიზანიც – შავ ზღვაზე, საქართველოში, აშშ/ნატოს სამხედრო-საზღვაო ბაზის განთავსება (შემდგომში – ვაზიანის ბაზის, სადაც ნატოს საერთაშორისო წვრთნები იმართება, კრწანისში ნატოს ერთობლივი წვრთნის ცენტრის, სადაც უცხოელი ინსტრუქტორები მსახურობენ, და თავდაცვის სამინისტროს სხვა ნაწილების ტერიტორიაზე აშშ/ნატოს სრულფასოვანი სახმელეთო და ავიაბაზების განთავსებაა). ეს არის მიზეზი იმისა, რომ თუნდაც ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა ასჯერ უფრო მკვეთრად, ვიდრე დღეს, გამოთქვას უკმაყოფილება შეერთებული შტატების ქმედებებით, მაშინაც კი, თუ ხელისუფლება ევროკომისიის თორმეტი პირობიდან არცერთს არ შეასრულებს, აშშ და ევროკავშირი მაინც არ დატოვებენ საქართველოს, მაინც შეგვათრევენ ევროკავშირსა და ნატოში – ძალით მიანიჭებენ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსსა და ნატოს წევრობისთვის სამოქმედო გეგმას (Membership Action Plan – MAP).
არსებობს სხვა მიზეზებიც – წიაღისეული რესურსების მდიდარი მარაგი, რომელიც ცნობილია მხოლოდ პირთა შეზღუდული წრისთვის, ნავთობი და ოქრო, მაღალხარისხოვანი სასმელი წყლის უმდიდრესი მარაგი, რომლის დეფიციტსაც განიცდის მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მაგალითად, დიდი ბრიტანეთი და ისრაელი. მაგრამ ყველაზე მიმზიდველია საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა – საქართველო, რომელსაც აქვს სახმელეთო და საზღვაო საზღვრები რუსეთთან და რომლის ტერიტორიაზეც გადის სატრანსპორტო და ენერგომატარებელი მაგისტრალები აზიიდან შიგ ევროპაში.
თუმცა, ზემოაღნიშნული პროექტის დასავლელი ავტორები და კიევის ლობისტები, პლუს პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ხელმძღვანელებისგან ითხოვს „იყვნენ ზელენსკისნაირი გმირები”, ასევე ადგილობრივი შემსრულებლები, მედიის, რადიკალური ოპოზიციისა და ანტი-სამოქალაქო სექტორის – NGOების სახით, დიდ სირთულეებს განიცდიან “თბილისური მაიდანის” პირველივე ეტაპზე. და მაშინაც კი, თუ დასავლური სპეცსამსახურებისა და პოლიტტექნოლოგების მიერ ორგანიზებული პროვოკაციების შედეგად ისინი შეძლებენ სამოქალაქო დაპირისპირების მოწყობას და კოალიციური მთავრობის შექმნას (რაც ნაკლებად სავარაუდოა), საეჭვოა მოასწრონ მეორე ეტაპზე გადასვლა და რუსეთის ბაზებზე თავდასხმა აფხაზეთსა და ცხინვალში… გარდა ამისა, გამორიცხული არაა, რომ მმართველი პარტიის კათარზისის შედეგად, „ქართული ოცნება“ 2012 წლის სქემას დაუბრუნდეს და გარდაიქმნას თანამოაზრე პარტიების ახალ კოალიციად – მთავარია, მათ შორის არ იყოს უცხოეთის აგენტების პარტიები, როგორც მაშინ – „რესპუბლიკური“ და სხვ., საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის მსგავსი ნულოვანი რეიტინგის მქონე. ამიტომ, მიმაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტში ჯანსაღი ძალები აუცილებლად დააბრუნებენ განსახილველად კანონპროექტს უცხოელი აგენტების შესახებ – ამერიკული FARA-ს ზუსტ ასლს და პარლამენტი მიიღებს მას მეორე მცდელობით – ევროკავშირისა და კანადის კვალდაკვალ ან ცოტა ადრე, ვენეციის კომისიის სამსჯავროზე გაგზავნის გარეშეც.
მიმაჩნია, რომ ჯანსაღი ლოგიკით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ხელისუფლებამ დაგვიანებით უნდა შეასრულოს ხალხის შეკვეთა – გააუქმოს ნაცისტური იდეოლოგიის მატარებელ რადიკალურ პარტიებს რეგისტრაცია. და უკვე დღეს ხელისუფლება უნდა გათავისუფლდეს ბალასტისგან – მედია (დილეტანტური ტელეკომპანიები), სამეცნიერო (პოლიტიკური პროკტოლეგები, ამუ პროკტოპოლიტოლოგები), საზოგადოებრივი (პოპ-კულტურის წარმომადგენლები) და მსგავსი ხარბი ფსევდო-ელიტებისგან. ხელისუფლება ძალიან ინანებს, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში დისტანცირდებოდა უანგარო პატრიოტებისგან და ამჯობინებდა კოაბიტაციას მდიდარ მოღალატე ნაცგარემოცვასთან; რომ, აშშ-ის საელჩოს რისხვის შიშით, უფრთხოდა თანამშრომლობას პროფესიონალებთან, რომლებისთვისაც უცხოა თვითრეკლამა, თუმცა მათი ყველა პროგნოზი მატერიალიზდა. ამის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას არ გაუჭირდება გაარკვიოს, თუ ვინ უშლის საქართველოს გავიდეს თბილისი-მოსკოვის ფართო ხიდზე ორმხრივი მოძრაობით და აიძულებს ქართველებსა და რუსებს ერთმანეთთან შესახვედრად საცალფეხო ბილიკებით გაეშურონ ჟენევასა და პრაღამდე. თუმცა, მათი გვარების და ბონუსების ჩამონათვალი დიდი ხანია, ცნობილი.
დღეს კათარზისს განიცდის რუსეთიც, რომელიც ომის ქარცეცხლსა და თვითგანწმენდას გადის გარეწრების ბრბოსგან, სამაგიეროდ, ამის შემდეგ რუსეთშიც და საქართველოშიც დაიწყება არნახული რენესანსი. მაგრამ დღეს, ვიმეორებ, ჩვენმა ქვეყნებმა უნდა მოიგონ მთავარი ბრძოლა – მეხუთე კოლონასთან, ლიბერალიზმის ნიღბის ქვეშ მიმალულ ნეონაციზმთან, თუმცა ლიბერალური გლობალიზმიც არანაკლები გამოწვევაა ისეთი ტრადიციული სახელმწიფოებისთვის, როგორიც რუსეთი და საქართველოა.ამ მხრივ, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ თუ ვიმსჯელებთ ახალი პოლიტიკური თოქ-შოუებიდან, რომლებიც რუსულ ტელევიზიებში გამოჩნდა, რუსეთს არ აქვს მკაფიო ხედვა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. კერძოდ, რუსი პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები დაუმსახურებლად აკნინებენ, ან პირიქით – აზვიადებენ სააკაშვილის ფიგურის მნიშვნელობას მოცემულ ეტაპზე. სინამდვილეში, სააკაშვილმა მადლობა უნდა გადაუხადოს ივანიშვილს, რომ დღეს ის საავადმყოფოშია – სრულიად უსაფრთხოდ, რადგან, როგორც ზემოხსენებული დასავლური პროექტის (აშშ-ს სამხედრო ბაზა საქართველოში) ფიგურანტი და სხვა მიზეზთა გამოც, ის უნდა მოკვდეს.
დავიწყებ სხვა მიზეზებით: სცენარის მიხედვით, ქართულ რადიკალურ ოპოზიციას და საერთაშორისო ანტირუსულ კოალიციას სჭირდება დროშა, რომლადაც უნდა იქცეს მკვდარი სააკაშვილი (ცოცხალი მიშა, ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა, დროშის ტარადაც ვეღარ გამოდგება…). ამიტომაც დედამისი, ნაცვლად იმისა, რომ მომაკვდავი შვილი გამოკვებოს (როგორც 1989-90 წლებში „კაგებე“-ს სასაზღვრო ჯარების სერჟანტ სააკაშვილისთვის თბილისიდან უკრაინაში ქვაბებით ტოლმა მიჰქონდა), დღეს მთელ მსოფლიოში დაიარება ჯილდოების შესაგროვებლად, რომლებიც ბოლო ხანს სააკაშვილს შემთხვევით როდი გადმოეფრქვა. სააკაშვილს მოსავენ დემოკრატიის იდეალებისთვის დაღუპული მებრძოლის შარავანდედით, ლამის მესიის დონის მსხვერპლისა, რომელიც რუსეთსა და პუტინთან უთანასწორო ბრძოლაში დაეცა! ეს ერთადერთი როლია, რომელშიც მკვდარ მიშას შეუძლია დასავლეთს რაიმე სარგებელი მოიტანოს, ცოცხლი ხომ საერთოდ არაფერში სჭირდება.
არის მეორე მიზეზიც, რის გამოც „კარგი მიშა მკვდარი მიშაა“: იმ ინფორმაციის მოცულობის გათვალისწინებით, რომელსაც სააკაშვილს ფლობს, ცოცხალი ის პოტენციურად საშიშია – როგორც ნაცების, ასევე დასავლეთისა და კიევის პოლიტელიტებისთვის. თუ სააკაშვილი საბოლოოდ დარწმუნდება, რომ ყველამ მიატოვა – უახლოესმა თანაპარტიელებმა – ყოფილმა ხელქვეითებმა და სპონსორებმა, დედიკო გიჟულიმ და ბიძია თემურმა, დასავლეთმაც და ზელენსკიმაც, მაშინ ის ალაპარაკდება! მაშინ მსოფლიო შეიტყობს შოკისმომგვრელ თავგადასავალს კეზერასი და იარაღით ვაჭრობის, როგორც 2008 წლის აგვისტოს სამხედრო ავანტიურის მთავარი მიზეზის შესახებ; ომისშემდგომი მოპარული დასავლური დახმარებისა და დასავლური ელჩებისთვის ქრთამების შესახებ; ევრომაიდაბის სისხლიანი სამზარეულოს – უკრინაში ქართველი დაქირავებული მკვლელების შესახებ (ამიტომაც ზელენსკი პერიოდულად ითხოვს მიშას გაშვებას – ეშინია. სააკაშვილმა შემთხვევით პირი არ გააღოს და უკრაინის პრეზიდენტები ფანტასტიურ კორუფციაში არ ამხილოს). მსოფლიო შეიტყობს სკანდალურ საიდუმლოებებს კორუმპირებული კონგრესმენებისა და ევროპარლამენტარების, სააკაშვილის ბიძისა და დედის შესახებ – თურქული დაზვერვისა და „ცერეუს“ ორმაგ აგენტებზე და ასევე იმის შესახებ, თუ რატომ არის მემკვიდრეობითი „კაგებეს“ აგენტების, და-ძმა ალასანიასთვის ცოცხალი მიშა მხოლოდ ტვირთი. კორუმპირებული დიპლომატები და კონგრესმენები, პარლამენტარები და პრეზიდენტები, კანონიერი ქურდები და ჯაშუშები, ცოლები, საყვარლები, გიჟების გარყვნილი ოჯახი, ნარკოტიკები და უზარმაზარი უძრავი ონება ამერიკაში და უკრინაში: სააკაშვილის შესაძლო ნებაყოფლობითი ჩვენების პერსონაჟები ჭეშმარიტად ხიჩკოკის ტრილერების ღირსია!
დღეს სააკაშვილმა უკვე იცის, რომ მისი საქართველოში დაბრუნების ოპერაცია მოაწყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მისგან დიდი ვარსკვლავებითა და თანამდებობებით დავალებულ ყოფილ ქართველ პოლიციელებთან ერთად, დღეს უკრაინაში წარმატებით რომ მსახურობენ. თავის დაკავებას მიშა უნდა უმადლოდეს ძველ ნაცებსაც, რომლებიც შიშობენ, რომ სააკაშვილი მათ ახსენებს, თუ პრემიერ ჟვანიას, აკადემიკოსი შარაძის, მილიარდერი პატარკაციშვილის მკვლელობასა და ნაცრეჟიმის სხვა უამრავ დანაშაულზე ალაპარაკდება. ვინც სააკაშვილს კარგად იცნობს, ხვდება, რომ ამ საიდუმლოებებს ის სამარეში არ წაიღებს და შეუძლია მთელ მსოფლიოს ამცნოს, თუნდაც მხოლოდ საკუთარი პიარისთვის! ამასთან, ეს არის სააკაშვილის ბოლო შანსი „სვაბოდაზე“ გამოვიდეს: მოინანია რა თავისი რეჟიმის სისტემური დანაშაულები. სააკაშვილს შეუძლია კრემლის შუამდგომლობის იმედი იქონიოს – ბრწყინვალე სვლა შესაფერის დროს, რის შემდეგაც შუამავალი – პოლკოვნიკი ალასანია – თამაშიდან გადის! მაგრამ შესწევს თუ არა სააკაშვილს დღეს ასეთი უმაღლესი პილოტაჟის გაბედული გადაწყვეტილების მიღების უნარი საკუთარი ტყავის გადასარჩენად და თავის გარემოცვაზე ღალატისთვის შურის საძიებლად? მიჭირს პასუხის გაცემა, მაგრამ ძალიან ეფექტიანი იქნება, თუ სააკაშვილი შეერთებულ შტატებში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოჰყვება, თუ როგორ მოიწვია საქართველოში 2009 წელს აშშ-ის იმჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის – შავ ზღვაზე აშშ-ის მომავალი სამხედრო საზღვაო ბაზის – მშენებლობასა და ექსპლუატაციაში მათი, მიშასი და ბაიდენის, წილების განსახილველად!
აი რაში, და არა „ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში“, მდგომარეობს სინამდვილეში ვაშინგტონის მიერ ბაიდენის გაპრეზიდენტობის შემდეგ ლობირებული „შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების კონცეფციის“ არსი, რომლის წინ წაწევაზე საქართველოს მთავრობასთან მუშაობდა აშშ-ის უკვე ყოფილი ელჩი კელი დეგნანი – ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის ყოფილი მრჩეველი, რომელიც შემთხვევით როდი საქართველოს საზღვაო პოლიციასა და სანაპირო დაცვას აკონტროლებდა.
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2023 წლის 19 აპრილი
საქართველო, თბილისი
http://saqinform.ge/

საქინფორმის მთავარი რედაქტორი, არნო ხიდირბეგიშვილი; სოციალური ქსელი