„დიდი ბრიტანეთი იყო, არის და იქნება რუსეთის მარადიული მტერი“- დმიტრი მედვედევი

„დიდი ბრიტანეთი იყო, არის და იქნება რუსეთის მარადიული მტერი“, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მედვედევი აღნიშნული განცხადებით ბრიტანეთის მთავრობის მიერ რუსი პირების სანქცირებას გამოეხმაურა.

„მე არ მაინტერესებს მათი გადაწყვეტილებები. ბრიტანეთი იყო, არის და იქნება ჩვენი მარადიული მტერი. ყოველ შემთხვევაში, სანამ მათი ამპარტავანი და ამაზრზენად ნესტიანი კუნძული არ გადავა ზღვის უფსკრულში რუსული იარაღის უახლესი სისტემის მიერ შექმნილი ტალღისგან“, – განაცხადა მედვედევმა.