მაკა ბოჭორიშვილი – ევროპარლამენტის რეზოლუციებში არაერთი უზუსტობა ვიხილეთ, მათ შორის, განცხადებებში, რაც კეზერაშვილს შეეხებოდა

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში, ევროპარლამენტის რეზოლუციებში არაერთი უზუსტობა იყო.

მისი თქმით, ევროპარლამენტარების ვალდებულებაა, მეტი ინფორმაცია მოიძიონ და ამის საფუძველზე გააკეთონ პოლიტიკური განცხადებები.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, ევროპარლამენტის რეზოლუციებში არაერთი უზუსტობა ვიხილეთ, მათ შორის, იყო ისეთი განცხადებები, რომელიც შეეხებოდა დავით კეზერაშვილსაც. ევროპარლამენტარების ერთგვარი უფლებაც და ვალდებულებაც არის, ცოტა უფრო მეტი ინფორმაციის საფუძველზე გააკეთონ პოლიტიკური განცხადებები, განსაკუთრებით როცა ეხება რეზოლუციების და დოკუმენტების მიღებას. მათ უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მოიძიონ და ჰქონდეთ გამყარებული საკუთარი პოზიციები. საკითხი დეტალურად უნდა შეისწავლონ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.