ხვიჩა კვარაცხელიას მამა ბადრი კვარაცხელია შვილებზე საუბრობს.
როგორც ბადრი ამბობს, უმცროსი შვილი,თორნიკეც ფეხბურთელია – ის ერთ-ერთ ინტერვიუში მის სპორტისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს:
“როცა ხვიჩა, მარტის სანაკრებო შეკრებისთვის, თბილისში ჩამოფრინდა, მთელი ოჯახი აეროპორტში, მის დასახვედრად წავედით. თორნიკე (ხვიჩას ძმა, რომელიც ასევე ფეხბურთელია) არ წამოვიდა – ვარჯიში მაქვს და საღამოს ვნახავო. ასე პროფესიულად უდგება საქმეს“, – ამბობს ხვიჩას მამა, ბადრი კვარაცხელი.