თბილისში, 2015 წლის შემდეგ პირველად, მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვა მოხდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში განუცხადეს, მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვის ჩატარება ზაფხულშია დაგეგმილი და მას საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები განახორციელებენ. მათივე განმარტებით, პროცესში მოხალისეებსაც შეეძლებათ ჩართვა.
ამასთან, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, მიუსაფარი ძაღლების მონაცემები თბილისის რაიონების მიხედვით დაითვლება, რის საფუძველზეც შემუშავდება როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი გეგმები.
„ბოლოს მიუსაფარი ძაღლების აღირცხვა 2015 წელს ჩატარდა, რა დროსაც თბილისში 45 ათასი ძაღლი აღირიცხა“, – აცხადებენ სააგენტოში.