„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები ორმეფობას ჰგავს, არის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარე, ორმეფობაში „ნაცმოძრაობის“ გაყოფას ვგულისხმობ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
აქუბარდიას თქმით, მოქმედი თავმჯდომარე ყოფილ თავმჯდომარეს სეპარატიზმში ადანაშაულებს.
„პარტიაში ნამდვილად მძიმე მოცემულობაა და არ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ეხმარება ან პარტიას, ან მის მხარდამჭერებს. იმის ნაცვლად, რომ ფოკუსი გასწორდეს ევროინტეგრაციასა და ხელისუფლების კრიტიკაზე, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი გარკვეული დროით გაგრძელდება და ამაზე პასუხისმგებლობა მოქმედ თავმჯდომარეს აქვს. ორმეფობაში „ნაცმოძრაობის“ გაყოფას ვგულისხმობ, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.