რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გერმანიის ხელისუფლებამ რუსი დიპლომატების მასობრივი გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მედიასაშუალება ТАСС-ი იტყობინება.
როგორც რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, ბერლინი რუსეთ-გერმანიის ურთიერთობების განადგურებას ახორციელებს.
„გერმანიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება გერმანიაში რუსეთის დიპლომატიური მისიების თანამშრომლების მორიგი მასობრივი გაძევების შესახებ. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბერლინის ამ ქმედებებს“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, თავის მხრივ, რუსეთის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ ბერლინის მტრულ ქმედებებზე საპასუხოდ, რუსულმა მხარემაც მიიღო ქვეყნიდან გერმანელი დიპლომატების გაძევების შესახებ გადაწყვეტილება.