თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოსახლეობას წინასაარჩევნოდ დაჰპირდა, რომ შავ ზღვაში, საქარიას საბადოს ამუშავების შემდეგ ყველა ოჯახს ერთი წლის განმავლობაში უფასო ბუნებრივი აირით უზრუნველყოფს. ამის შესახებ Anadolu წერს.
კერძოდ, ხელისუფლება საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის ხელისუფლება ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად უფასოდ 25 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს გამოყოფს.
ერდოღანის თქმით, შავი ზღვის ბუნებრივი აირი თურქეთის მოთხოვნილების 30%-ს დააკმაყოფილებს. სავარაუდოდ, პირველ ეტაპზე ყოველდღიური მოპოვების მოცულობა 10 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს, თუმცა 2026 წლისთვის ამ მაჩვენებლის 40 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზრდა იგეგმება.