ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ უკრაინა მზად არის, უფრო მეტი ტერიტორია დაიბრუნოს რუსული ძალების წინააღმდეგ მოსალოდნელი კონტრშეტევისთვის მომზადების ფონზე.
„დარწმუნებული ვარ, რომ ისინი [უკრაინის შეიარაღებული ძალები] ახლა იქნებიან იმ მდგომარეობაში, რომ შეძლებენ კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის გათავისუფლებას“, – განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს რამშტაინის საჰაერო ბაზაზე შეხვედრის ფარგლებში.
ნატოს გენერალურმა მდივანმა დასძინა, რომ ალიანსი ახლა ორიენტირებულია უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფაზე და რომ ომის დასრულების შემდეგ კიევს ჰქონდეს „შემაკავებელი ძალა ახალი თავდასხმების თავიდან ასაცილებლად“.