„ნაციონალური მოძრაობის“ ნაძვის ხემ ცვენა 2012 წლიდან დაიწყო, ჯერ ერთი „გირჩი“ მოძვრა, მერე „გირჩი“ ორ „გირჩად“ გაიყო. შემდეგ ძალიან დიდი დაჯგუფება ევრონაცები გამოეყვნენ ამ დაჯგუფებას. შემდეგ, „დროა“ და აღმაშენებლად წოდებული თვითმარქვია გიორგი ვაშაძე, ახლა ხაბეიშვილის მოსვლასთან დაკავშირებით თუ ვინმე წიგნს კითხულობდა და კანონს, ყველა გავიდა „ნაციონალური მოძრაობიდან“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
ოდიშარიას თქმით, წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა და პოზიციონირებდა, როგორც პირველი ოპოზიციური პარტია და ამაში სიმართლის ნაწილია.
„არ მაქვს უფლება მათ ელექტორატს და საზოგადოებას არ ვცე პატივი, მაგრამ ეს ადამიანები აზროვნებენ და უყურებენ იმ პროცესებს, რომელიც ვითარდება. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ყოველთვის, ვარდების რევოლუციის დროსაც და შემდეგაც წალენჯიხა ითვლებოდა ერთ-ერთ განსაკუთრებულ ადგილად, სადაც მხარდამჭერები ჰყავდა, მაგრამ ალბათ კარგად გახსოვთ ის სურათი, ბატონი ხაბეიშვილი მზის გულზე 10 მხარდამჭერთან ერთად, რომ იდგა. შემდეგ აქ არაერთი მიტინგი გახსოვთ, რომელსაც ძალინ ცოტა ადამიანი ესწრებოდ. მე თავების დათვლას არ ვაპირებ, მაგრამ ვუთვლი მხარდამჭერებს. ითვლება რეიტინგები. რეიტინგებში „ქართული ოცნება“ არითმეტიკული პროგრესიით ზრდის თავის რეიტინგს და „ნაციონალური მოძრაობა“ ეცემა. მათ დაცემას და ვარდანას როგორც ჩანს საზღვარი არ აქვს.
როგორც ჩანს „ნაციონალურ მოძრაობაში“ შურისძიება ორმხრივია. ერთი მხრივ, ის, რომ ხაბეიშვილმა და მის უკან მდგომმა გავლენიანმა ადამიანებმა მოახერხეს და მელია გადააყირავეს გარკვეული მიზნების გამო, რათა დაუფლებოდნენ ელექტორატს და ფინანსურ რესურსებს. ეს მოახერხეს. მელია თავისთავად ცხადია, უტევს და ცდილობს რევანშის მოხდენას, მაგრამ ალბათ გაუჭირდება იმიტომ, რომ იმის ოფისთან მარტო ორ კაცს ვხედავ და ხაბეიშვილის ოფისთნ 10 კაცს ვხედავ. საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა მივიღოთ შედეგი, რომ ოპიზიციური ფლანგი გაჯანსაღდეს, რომელიც ჩაბღაუჭებული იყო და დაპყრობილი ჰყავდა „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ შორის დაპყრობილი ჰყავს ტელევიზიები, რომლებიც თავის თავს კრიტიკულს ეძახიან“, – განაცხადა ოდიშარიამ.