ირაკლი კობახიძე – კარგი იქნება, თუ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიული დაპირისპირება სულ მცირე 2024 წლის ბოლომდე გაგრძელდება

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიული დაპირისპირება მიმდინარეობს.

მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ შიდაპარტიული დაპირისპირება სულ მცირე 2024 წლის ბოლომდე გაგრძელდება, რათა ეს ყველაფერი მაქსიმალურად აისახოს „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შედეგებზე.

„ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში ამ პოლიტიკური ძალის განეიტრალება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რათა ევროპული სისტემა ჯანსაღად განვითარდეს. ვიდრე „ნაცმოძრაობა“ ნომერ მეორე პოლიტიკური პარტიაა, სისტემა სწორი მიმართულებით ვერ განვითარდება. აქედან გამომდინარე, კარგია ის პროცესები, რაც „ნაცმოძრაობაში“ წარიმართება. რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება ეს დაპირისპირება, მით უკეთესია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.