როგორც სევასტოპოლის გუბერნატორი მიხაილ რაზვოჟაევი აცხადებს, საზღვაო უპილოტო აპარატების შეტევა მოგერიებულია.
მიხაილ რაზვოჟაევის განცხადებით, რუსეთის ძალებმა შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმაში მონაწილე ერთი უპილოტო აპარატის განადგურება შეძლო, ხოლო მეორე თავად აფეთქდა. მისივე ინფორმაციით, შეტევის შედეგად არც ერთი ობიექტი არ დაზიანებულა.