თამარ გაბუნია – პროგნოზულად ვსაუბრობთ ონკოლოგიური დაავადების მქონე 300 შემთხვევაზე

300 არის პროგნოზული, პირობითი ციფრი. საჭირო თუ იქნება, მეტი რესურსი გამოიყოფა, რათა ბავშვების საჭიროებები სრულად დაკმაყოფილდეს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების მკურნალობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პროგრამაში ჩასართავად კლინიკების შერჩევის პროცესი გრძელდება.

„კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ მაღალ საერთაშორისო სტანდარტს, რათა ამ პროგრამაში მოხვდნენ. კლინიკების შერჩევის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. დღეს რომ პროგნოზულად 300 შემთხვევაზე ვსაუბრობთ, ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე ბავშვი დარჩება პროგრამის მიღმა. არც ერთი ბავშვი არ დარჩება ამ პროგრამის მიღმა“, – განაცხადა გაბუნიამ.