უკრაინა ვერ მიატოვებს ბახმუტის დაცვას, რადგან მისი აღება რუს ოკუპანტებს ფრონტის გაფართოებაში დაეხმარება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Al Arabiya-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, თუ რუსული ჯარები ქალაქს დაიკავებენ, ეს შეიძლება გახდეს დონეცკის ოლქის ქალაქების, კრამატორსკისა და სლავიანსკის წინააღმდეგ შეტევისთვის.
“შეუძლებელია, ბახმუტზე უარი ვთქვათ, რადგან ეს ხელს შეუწყობს ფრონტის გაფართოებას და რუსეთის ჯარებსა და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ მისცემს შანსს, უფრო მეტი ჩვენი ტერიტორია დაიკავონ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.