ასტანის სასამართლომ ყაზახეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს კარიმ მასიმოვს 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ “ეხო კავკაზა“ იუწყება.
მასიმოვს 2022 წლის იანვარში სახელმწიფო ღალატი და ძალაუფლების ხელში ჩაგდება ბრალდება. ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდება მისი ქონების კონფისკაცია და სამუდამოდ სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალება. ასევე პატიმრობა მიესაჯა კარიმ მასიმოვის სამ მოადგილეს.
მასიმოვი 2022 წლის იანვარში დააპატიმრეს. მაშინ ყაზახეთში მასობრივი არეულობა და შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. მასიმოვი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი აღმოჩნდა, რომელიც დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც სამთავრობო ძალებმა სახალხო პროტესტი იარაღის ძალით ჩაახშვეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.