უყრაინის მზადება კონტრშეტევისთვის ფინალურ სტადიაზეა, – ამის შესახებ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე უყრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.
„მზადება სრულდება, რადგან იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გარდა, ჩვენმა სამხედროებმა ისინი უნდა აითვისონ. ჩვენ მივიღეთ ძალიან თანამედროვე სისტემები“, – განაცხადა ალექსეი რეზნიკოვმა.
როგორც რეზნიკოვმა აღნიშნა, დასავლეთის მიერ დაპირებული ტექნიკის ნაწილი უყრაინამ უკვე მიიღო.
თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინამ მიიღო „ლეოპარდ-2“-ის, „ჩელენჯერის“ ტიპის ტანკები, ასევე სხვადასხვა სახის ჯავშანმანქანები, ასევე ელოდება „ლეოპარდ-1“-ის და „აბრამსის“ ტანკების მიწოდებას.
ამასთან, რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ „აბრამსის“ ტიპის ამერიკული ტანკები ამ კონტრშეტევაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა უყრაინელი სამხედროები მათი მართვის სწავლებაზე უკვე გაემგზავრნენ.
რეზნიკოვის თქმით, უყრაინამ უკვე მიიღო 80 მილიარდზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება. ამასთან, კიევის სამხედრო დახმარებაში უმსხვილესი კონტრიბუტორი ამერიკის შეერთებული შტატებია.