გერმანიის თავდაცვის მინისტრი – უყრაინას გადავეცით „ლეოპარდ 2“-ის ტიპის 18 ტანკი, „მარდერის“ 40 ქვეითთა საბრძოლო მანქანა

გერმანიამ უყრაინას უკვე გადასცა „ლეოპარდ 2“-ის ტიპის 18 ტანკი და „მარდერის“ ტიპის 40 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, ზაფხულში იგეგმება 80 ერთეული „ლეოპარდ 1“-ის ტიპის ტანკის მიწოდება, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია სიტყვას ასრულებს და მხარს უჭერს უყრაინას ჯავშანტექნიკის და სხვა იარაღის, ასევე საჭირო სათადარიგო ნაწილების და საბრძოლო მასალის სასწრაფო მიწოდებით.

პისტორიუსის ინფორმაციით, ამ კვირაში დაიწყო 100-ზე მეტი უკრაინელი სამხედროს წვრთნა „ლეოპარდ 1“-ის ტანკებზე.

„ტანკების მიწოდების შესახებ გამოაცხადეს ნიდერლანდებმა და დანიამ. „ლეოპარდ 1“-ის ძირითადი საბრძოლო ტანკების მიწოდება ახლა იწყება. ეს არის გერმანიასთან ერთად ქვეყნების ინიციატივის შედეგი. 80-მდე „ლეოპარდ 1“-ის მთავარი საბრძოლო ტანკის მიწოდება წლის შუა რიცხვებში დაიწყება“, – განაცხადა ბორის პისტორიუსმა.