რომის პაპი ფრანცისკე სამდღიანი ვიზიტით უნგრეთში ჩავიდა, – ამის შესახებ უნგრული გამოცემა „ტელექსი“ წერს.
მედიის ცნობით, რომის პაპი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრას გეგმავს, სადაც მთავარი საკითხი უყრაინის ომი, მიგრაცია და ევროპის ქრისტიანული ფესვები იქნება.
„მოუთმენლად ველოდები პონტიფიკოსის ვიზიტს. ჩვენს დროში მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს ის, რაც გვაკავშირებს ერთმანეთთან და რწმენა არის ის საფუძველი, რაზეც შეგვიძლია, ავაშენოთ სტაბილური მომავალი“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
ამასთნა, მანამდე რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ უნგრეთში ვიზიტის დროს ის გააკეთებს მოწოდებას უყრაინაში მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით.