ვლადიმერ ზელენსკი – რუსული ბოროტება შეიძლება შეჩერდეს სანქციებით, გლობალური სანქციები უნდა გამკაცრდეს

უყრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ გლობალური სანქციები უნდა გამკაცრდეს. ამის შესახებ ზელენსკი „ტვიტერზე“ წერს.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული ბოროტების შეჩერება იარაღით არის შესაძლებელი და ამას უყრაინელი მებრძოლები აკეთებენ, მაგრამ ამასთან ერთად, აუცილებელია, საერთაშორისო თანამეგობრობამ გააძლიეროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები.

„ტერორის კიდევ ერთი ღამე. რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები. რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად უმანში დაზიანდა ათი საცხოვრებელი კორპუსი. ერთ-ერთი კორპუსი მთლიანად დაინგრა. რუსული ბოროტება შეიძლება შეჩერდეს სანქციებით. გლობალური სანქციები უნდა გამკაცრდეს“, – წერს ვლადიმერ ზელენსკი.