“ეს არც არასოდეს დამიმალავს…” – რა ფოტო გაუვრცელეს დავით ოქიტაშვილს

“ეს არც არასოდეს დამიმალავს…” – ამის შესახებ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი სოცქსელში წერს, რითიც მისი და მიხეილ სააკაშვილის ერთად გადაღებულ ფოტოს ეხმაურება.

„ეს სურათი, რომელსაც დღეს აქტიურად აფრიალებენ სოციალურ ქსელში, 2003 წელს არის გადაღებული.

მაშინ ყველას გვჯეროდა, რომ ცვლილებების და პროგრესული ნაბიჯების გადადგმის დრო მოვიდა, მაშინ ბევრი ვუჭერდით მხარს ახალ ძალას, რომლის ლიდერიც მიშა გახდა.
ჩემი დისტანცირება და დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ზურაბ ჟვანია მოკლეს!
ეს არც არასოდეს დამიმალავს, ასე რომ, გმადლობთ წარსულის “შეხსენებისათვის”,

ეს ფოტო არ მქონდა და ახლა შევინახავ – ისტორიაა!“