გრიგორი ლეპსი და ქეთა თოფურია ბუზალაძეს გულშემატკივრობენ – ნახეთ, რას წერენ ნუცაზე

რუსეთში მცხოვრები წარმოშობით ქართველი მომღერლები გრიგორი ლეპსი, იგივე გრიგორი ლეფსვერიძე და ქეთა თოფურია ამერიკის კონკურსში მონაწილე ნუცა ბუზალაძეს მხარდაჭერას უცხადებენ.

მათ თავიანთ გამომწერებს ქართველი მომღერლის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

ქეთა თოფურია: „American idol-ის ისტორიაში ერთადერთი უცხოელი მონაწილეა, რომელიც ტოპ-12-ში მოხვდა, მოდით, მხარი დავუჭიროთ ნუცას!“

გრიგორი ლეპსი: 30 აპრილი – 1-ლი მაისის ღამეს, დაიწყება ხმის მიცემა marri sn idol ტოპ 10-ში, პირველად ამ შოუს ისტორიაში, ტოპ-12-ში მოხვდა უცხოელი არტისტი, ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე! მოდით, მხარე დავუჭიროთ მას!“