ისრაელის სამხედრო ავიაციის მიერ სირიის დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ცნობით, ისრაელმა სარაკეტო იერიში ქალაქ ჰომსში ლიბანის ტერიტორიიდან განახორციელა.
დაბომბვის სამიზნე საბრძოლო მასალის საცავი გახდა. დაბომბვის შედეგად, ბენზინგასამართ სადგურს ცეცხლი გაუჩნდა. ასევე დაიწვა საწვავის ტანკერები და სატვირთო მანქანები.
სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რამდენიმე რაკეტის ჩამოგდება შეძლო. ჰომსის ქალაქგარეთ, სამხედრო აეროპორტში მდებარე საბრძოლო მასალის საცავი ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ეკუთვნოდა.