„შუალედურ არჩევნებში არმონაწილეობა ნაწილობრივ არასწორია“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
„შუალედურ არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატები არ მონაწილეობდნენ. ნაწილობრივ ვფიქრობ, ეს არ იყო სწორი. შუალედური არჩევნები ყოველთვის გამოირჩევა გაცილებით მეტი სირთულით, ვიდრე ეროვნული საპარლამენტო არჩევნები, თუმცა შუალედური არჩევნები ერთგვარი მიმართულებით შეიძლება, გარკვეულწილად მოსამზადებელიც კი ყოფილიყო“, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.