სახიობ ია ფარულავას გადაცემაში სტუმრად მისულმა კოსტამ – ,,პრაიმ ჰაუსის” ყოფილმა მონაწილემ აღიარა, რომ ნარკოტიკებს მოიხმარდა და ერთ-ერთი ნარკოტიკის მიღებისას გული გაუჩერდა. ამის პასუხად იამ თავისი ტრაგედია, ძმის გარდაცვალება გაიხსენა:
„არ გაგწირა კოსმოსმა, მაგრამ ბევრს არ გაუმართლა შენსავით. მაგალითად, 2011 წლის ახალი წლის ღამეს ჩემი ღვიძლი ძმა გაიპარა ,,წამალში” და გარშემო არავინ იყო, რომ დახმარებოდა. უფრო სწორად იყო, მაგრამ ეს ხროტინებდა და ამათ ეგონათ, რომ ხვრინავდა. გამოუცდელი ბავშვები იყვნენ. ასე რომ, შენ ღმერთს ყვარებიხარ, შენ კოსმოსს ყვარებიხარ, დიდი მისია გაქვს შესასრულებელი“, – უთხრა ია ფარულავამ გადაცემის სტუმარს.