ნიდერლანდების პოლიციამ ნასვამი უყრაინელი „ბორის ჯონსონი“ დააკავა

ნიდერლანდების პოლიციამ გრონინგენში კაცი დააკავა, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილს მართავდა.

სამართალდამცველებმა დაკავებისას აღმოაჩინეს, რომ 35 წლის კაცს უკრაინული ყალბი მართვის მოწმობა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის სახელზე ჰქონდა დამზადებული.

გარდა სახელისა, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის მონაცემებს ემთხვევა ასევე ფოტო, დაბადების თარიღი და ადგილი.

ყალბ დოკუმენტს მოქმედების ვადად 3000 წელი ჰქონდა მითითებული.