ოლაფ შოლცი – უყრაინას არ აქვს უფლება, გამოიყენოს გერმანიიდან მიღებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის

უყრაინას არ აქვს უფლება, გამოიყენოს გერმანიიდან მიღებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

შოლცმა აღნიშნა, რომ დახმარება აუცილებელია, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ არ მოხდეს ომი რუსეთსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის.

მანამდე, უყრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა თქვა, რომ უყრაინას აქვს საკუთარი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოსაყენებლად.