ფინეთი და აშშ განიხილავენ შეთანხმებას, რომლის მიხედვით ქვეყანაში ამერიკული ჯარის განთავსება იქნება შესაძლებელი

ფინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები განიხილავენ ორმხრივ შეთანხმებას, რომლის მიხედვით ამერიკულ ჯარს ფინური სამხედრო ბაზების გამოყენების უფლება მიეცემა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

შეთახმების მიხედვით, რომელიც ახლა განიხილება, აშშ-ის ფინეთის ტერიტორიაზე სამხედროების, შეიარაღების განთავსება და ინფრასტრუქტურის აშენებას შეძლებს. ასევე გამორიცხული არ არის, რომ ამერიკას ახალი სამხედრო ბაზების მშენებლობის უფლება მიეცეს.

საუბარი მიდის შეთანხმებაზე, რომელიც აშშ-ს სხვა ქვეყნებთან აქვთ გაფორმებული. ასე, მაგალითად, ამერიკელი სამხედროები ოსლოს მახლობლად მდებარე აეროდრომს იყენებენ და ინფრასტრუქტურაში 170 მლნ აშშ დოლარი დახარჯეს.

ცნობისთვის, ფინეთი ნატოს წევრი ოფიციალურად 4 აპრილს გახდა. ამჟამად კონსულტაციები მიდის ალიანსში შვედეთის გაწევრიანების საკითხზეც.