სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ერდოღანს გამოკითხულთა 51.4% უჭერს მხარს

თურქეთში ორ მთავარ კანდიდატთან დაკავშირებით ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს გამოკითხულთა 51.4% უჭერს მხარს.

კითხვაზე, ორი კანდიდატიდან რომელს მისცემდით ხმას საპრეზიდენტო არჩევნებში, 48.6%-მა განაცხადა, რომ მხარს უჭერს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ ქემალ კილიჩდაროღლუს.

„ერდოღანი, როგორც ჩანს, მიუახლოვდა იმ შედეგს, რომლითაც მან 2018 წლის არჩევნები მოიგო“, – წერს გამოცემა.

რაც შეეხება ოთხივე მთავარი კანდიდატის შესახებ გამოკითხვას, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

? რეჯეფ თაიფ ერდოღანი – 48.6%

? კილიჩდაროღლუ 44.1%

? ინჯე – 4.3%

? ოღანი – 3%