„გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადების შეფასებისას თქვა, რომ თუ ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციები შესრულდა, ამაში დამსახურება „ქართულ ოცნებას“ ექნება.
„თუ პუნქტები არ იქნება შესრულებული და [კანდიდატის] სტატუსს მივიღებთ, რაც გინდა დაარქვი, ხალხის გამო მოგცეს თუ პოლიტიკური გარემოების გამო, ასე იქნება. თუ 12 პუნქტი შესრულდა და მე დავიჯერებ, რომ შესრულდა, მერე უკვე ვერაფერს დააბრალებ, ეს იქნება იმის დამსახურება, ვინც 12 პუნქტი შეასრულა და ამაში „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაც და დამსახურებაც ერთნაირად ამის 90% იქნება“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა სოციალურ ქსელში დაწერა:
„თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს მოხდება არა იმიტომ, რომ მთავრობამ და მმართველმა პარტიამ შეასრულეს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემული ყველა პრიორიტეტი, არამედ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ამას და გეოპოლიტიკური ლოგიკა მოითხოვს“.