ანტონ გერაშენკო – გააუქმებს თუ არა რუსეთი 9 მაისს აღლუმს? – თუ დაელოდებიან დრონს?

24 თებერვალი, 2022 წელი: კიევი სამ დღეში. 3 მაისი, 2023 წელი: პუტინი არ დაშავებულა კრემლზე თავდასხმისას , – ამ აღწერით კრემლის შენობაზე სავარაუდო თავდასხმის კადრებს უყრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო “ტვიტერის” გვერდზე ავრცელებს.

გერაშენკოს განცხადებით, ინფორმაცია გაჩნდა, რომ კრემლის შენობაზე დრონი რუსმა პარტიზანებმა მოსკოვის რეგიონიდან გაუშვეს.

„კითხვები: 1. როგორ შეძლო დრონმა მოსკოვში განთავსებული ყველა საჰაერო თავდაცვის სისტემის გავლა? და როგორ გრძნობენ დღეს თავს რუსეთის საჰაერო თავდაცვის ხელმძღვანელი შოიგუ და გერასიმოვი? 2. გააუქმებს თუ არა რუსეთი 9 მაისს აღლუმს? თუ დაელოდებიან დრონს აღლუმის განმავლობაში?“, – დაწერა გერაშენკომ.