ბუკინგემის სასახლესთან დააკავეს კაცი, რომელმაც სასახლის ტერიტორიაზე თოფის ვაზნები ჩააგდო. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული მედია ავრცელებს.
ლონდონის პოლიციაში განაცხადეს, რომ მას საეჭვო ჩანთაც აღმოაჩნდა, რომელიც გამნაღმველებმა ააფეთქეს.
გაერთიანებული სამეფოს მეფე და დედოფალი ინციდენტის დროსბუკინგემის სასახლეში არ იმყოფებოდნენ.
„ოფიცრებმა დაუყოვნებლივ იმოქმედეს მამაკაცის დასაკავებლად და ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. სროლის შესახებ ან ოფიცრებისა და საზოგადოების წევრების რაიმე სახის დაზიანებების თაობაზე ინფორმაცია არ გავრცელებულა. ოფიცრები ადგილზე რჩებიან, გამოძიება მიმდინარეობს“, – აღნიშნეს ლონდონის პოლიციაში.