დავით ქართველიშვილი: „უნტერ-ოფიცერი“ დეგნანი ყოველდღიურად მათრახით რომ შემოუვლის პოლიტიკურ პლანტაციაზე თავის უნიჭო და უნიათო მონებს, უკვე მოსაბეზრებელი სურათია, მაგრამ, NDI და IRI – თქვენც, ბრუტუსებო?

მაშინ, როდესაც IRI-მ „made in khabe“ ნაცებს „made in melia“ – სთან შედარებით 8%-იანი რეიტინგული ზრდა დაუფიქსირა და ეს პროცენტი 14-მდე გაუზარდა, სულ რაღაც ერთ კვირაში, NDI-მ ხაბეს პარტიას ისტორიულად რეკორდული განაჩენი გამოუტანა – 5%, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი NDI-ს და IRI-ს კვლევებს.

ქართველიშვილის თქმით, მოცემული ორგანიზაციებიც კი გადაირიენ იმ ტოქსიკურ გარემოში, რომელიც საქართველოში მათივე „პატრონებმა“ შექმნეს.

ნაცსექტა რომ დილის ყავის ნაცვლად ერთმანეთის „ნომრიანი მშობლების“ მოხსებიებით არის დაკავებული, ამას უკვე მივეჩვიეთ. მათი ფანატიკოსი, გენდერულად პირობითი მდედრები ერთმანეთს თმებს რომ უპუტავენ ყოველდღე: „მიშა ძველებურად რატომ აღარ გიყვარს“ საბაბით – ესეც არახალია ჩვენთვის. მათი „უნტერ-ოფიცერი“ დეგნანი ყოველდღიურად მათრახით რომ შემოუვლის პოლიტიკურ პლანტაციაზე თავის უნიჭო და უნიათო მონებს – ესეც ხომ ჩვენი ყოველდღიურობის უკვე მოსაბეზრებელი სურათია, მაგრამ…

…თქვენც, ბრუტუსებო? NDI და IRI? თქვენი ერთად სწრაფად წაკითხვისას – „ნოდარი“ რომ გამომდის და ყოველ ჯერზე, მელაძე რომ მახსენდება. „სიამის ტყუპებივით“ რომ გვევლინებით პერიოდულად საკუთარი „ეგზოტიკური“ კვლევებით – თქვენც კი გადაირიეთ იმ ტოქსიკურ გარემოში, რომელიც შეგიქმნეს საქართველოში თქვენივე პატრონებმა? ტყუილისა და ფალსიფიკაციის ზე-დოზირება მოგივიდათ? სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

მაშინ, როდესაც IRI-მ „made in khabe“ ნაცებს „made in melia“ – სთან შედარებით 8%-იანი რეიტინგული ზრდა დაუფიქსირა და ეს პროცენტი 14-მდე გაუზარდა, სულ რაღაც ერთ კვირაში, NDI-მ ხაბეს პარტიას ისტორიულად რეკორდული განაჩენი გამოუტანა – 5%. 2024 წლამდე მაინცდამაინც ერთმანეთს ნუ დახოცავთ, იმიტომ რომ ყველაზე სწორ მონაცემს არჩევნების შემდეგ ქართველი ხალხი დადებს. მერე თქვენს კვლევებზე ერთად ვიცინოთ“, – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.