ენტონი ბლინკენი – კრემლიდან წამოსულ თითოეულ ინფორმაციას დიდი სიფრთხილით მოვეკიდებოდი

მე დიდი სიფრთხილით მოვეკიდებოდი კრემლიდან წამოსულ თითოეულ ინფორმაციას, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოსკოვის ინფორმაციას, რომ რუსეთის პრეზიდენტის სასახლეზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა მოხდა.

ბლინკენმა ასევე აღნიშნა: „მე ვნახე მოხსენებები. მე მათ ვერანაირად ვერ ვადასტურებ. ჩვენ, უბრალოდ, არ ვიცით“.

კითხვაზე, რა პოზიცია აქვს აშშ-ს უყრაინის რუსეთზე თავდასხმის მცდელობასთან დაკავშირებით, მან უპასუხა, რომ უყრაინის გადასაწყვეტია, როგორ დაიცავს თავს.