გია ცაგარეიშვილი NDI-ის კვლევაზე: ჩვენ ამგვარ კვლევებს ნაკლებად ვენდობით

უმჯობესია დაველოდოთ არჩევნებს და რეალური სურათი სწორედ იქ გამოჩნდება. გარწმუნებთ, რომ ბევრად მაღალი იქნება „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის პროცენტები, ვიდრე IRI-ის ამ ან წინა კვლევაში იყო მითითებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

„ჩვენ ამგვარ კვლევებს ნაკლებად ვენდობით. არ არის სანდო მრავალი მიზეზის გამო. ვინც ველს იკვლევს, ქართული ორგანიზაციები ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულები არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან. უმჯობესია დაველოდოთ არჩევნებს და რეალური სურათი სწორედ იქ გამოჩნდება. გარწმუნებთ, რომ ბევრად მაღალი იქნება „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის პროცენტები, ვიდრე IRI-ის ამ ან წინა კვლევაში იყო მითითებული“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემდა 20%, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 5%.