მინსკის სასამართლომ ბელარუს ჟურნალისტს, რომან პროტასევიჩს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბელარუს ჟურნალისტს, არხ Nexta-ს ყოფილ ხელმძღვანელს, რომან პროტასევიჩს, რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მინსკის რაიონულმა სასამართლომ პროტასევიჩი ოპოზიციური მედიასაშუალების რედაქტორად მუშაობასთან დაკავშირებით მთელ რიგ დარღვევებში ცნო დამნაშავედ. პროტასევიჩს ბრალად ედებოდა მასობრივი არეულობების ორგანიზება, ექსტრემისტული დაჯგუფების შექმნა ან ხელმძღვანელობა, ასევე ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულება.

2022 წლის მაისში სოფია საპეგას შუღლის გაღვივებისთვის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.