პაატა კვიჟინაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ ჯეიმს ჯონს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პარლამენტის პრესსამსახური განმარტავს, რომ შეხვედრას წინ უძღოდა, გასულ კვირას, პაატა კვიჟინაძის და სელიმ ჩაკირის შეხვედრა, რომელიც საქართველოში სსფ-ს მუდმივი წარმომადგენელია.

მათი ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, ინფლაცია, საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები.

„საუბარი შეეხო კომიტეტის საქმიანობის 2023 წლის პრიორიტეტებს. მთავარი აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის მიმდინარე პროგრამაზე და ამ კუთხით მიღწეულ პროგრესზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელმა მისიამ საქართველოში მუშაობა გასულ კვირას დაიწყო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.