სერბეთის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა

სერბეთის დედაქალაში, „ვლადისლავ რიბნიკარის“ სკოლაში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ერთი დაცვის თანამშრომელია, რვა კი – ბავშვი.

ამასთან, შემთხვევის შედეგად დაშავდა ექვსი მოსწავლე და ერთი მასწავლებელი. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ამავე სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე დააკავა.

„პოლიციამ დაუყოვნებლივ გაგზავნა საპატრულო ჯგუფები და ადგილზე დააკავა არასრულწლოვანი, მეშვიდე კლასის მოსწავლე, რომელიც მამის კუთვნილი იარაღიდან მოსწავლეებისა და სკოლის თანამშრომლების მიმართულებით ცეცხლის რამდენჯერმე გახსნაშია ეჭვმიტანილი“, – აღნიშნულია სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მომხდარის მოტივის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.