უყრაინული მედიის ცნობით, ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით ფინეთში ჩავიდა

უყრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით ფინეთში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უყრაინული მედია ავრცელებს.

ზელენსკი ჰელსინკიში ფინეთის პრეზიდენტს, საული ნიინისტოს შეხვდება და შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს. ფინეთის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, შეხვედრაზე ზელენსკი და ნიინისტო განიხილავენ უყრაინის მხარდაჭერას , ორმხრივ ურთიერთობებსა და შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებას. სამუშაო სადილს დაესწრებიან ფინეთის პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი. მოგვიანებით პრეზიდენტები მონაწილეობას მიიღებენ უყრაინულ-სკანდინავიურ სამიტში, რომელშიც ასევე მონაწილეობას მიიღებენ შვედეთის, ნორვეგიის, დანიისა და ისლანდიის პრემიერ-მინისტრები.

ლიდერების შეხვედრაზე ისაუბრებენ უყრაინაში არსებულ საომარ ვითარებაზე, უყრაინის მხარდაჭერაზე, უყრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივაზე, უყრაინის „მშვიდობის ფორმულის“ შესრულებაზე. ზელენსკი ჩრდილოეთ ევროპის ლიდერებთან ორმხრივ მოლაპარაკებებსაც გამართავს.