„ლელო საქართველოსთვის“ წევრი, ანა ნაცვლიშვილი ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას უერთდება.
„თუ ხელისუფლება უბრალოა ამ საქმეში და თუ მას, როგორც ქურდს ქუდი არ ეწვის, მაშინ თავად უნდა იყოს დაინტერესებული იმით, რომ საჯაროდ, ყველას თვალწინ გაიხსნას ეს „შავი ყუთი“, სახელწოდებით „ქოლცენტრები“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ოპოზიცია ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის კენჭისყრაზე გატანას ცდილობს.
BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმი გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე. ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თა