ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში, უყრაინაში მიმდინარე ომს 24 საათში დაასრულებდა. ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ბრიტანულ ტელევიზია GB News-სთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ომის ერთ დღეში დასრულების მიზნით, ის ვლადიმირ პუტინთან და ვლადიმერ ზელენსკისთან, პირად ურთიერთობას გამოიყენებდა.
ინტერვიუს დროს თეთრი სახლის ყოფილმა ლიდერმა შტატებში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მას გამარჯვების დიდი შანსი აქვს.