ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ორი პალესტინელი მოკლეს

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ორი პალესტინელი მოკლეს, – როგორც სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, აღნიშნულმა პირებმა ორი დღის წინ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის მოქალაქე და მისი არასრულწლოვანი შვილები მოკლეს.

როგორც ისრაელის უსაფრთხოების სამსახური იუწყება, პალესტინელები სრულიად უდანაშაულო ადამიანებს დაესხნენ თავს. რის შემდეგაც, ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა მათი ლიკვიდაცია მოახდინეს. ისრაელ-პალესტინას შორის ვითარების მორიგი გამწვავება, ისრაელის საპატიმროში პალესტინელის გარდაცვალებამ გამოიწვია.