სუდანში მომხდარ დაპირისპირებას სულ მცირე 500 ადამიანი ემსხვერპლა, 4 930-მდე კი დაშავდა

სუდანში ქვეყნის არმიასა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის დაპირისპირება გრძელდება. მედიის ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქ ხარტუმში დაპირისპირებები კვლავ მიმდინარეობს.

ბოლო მონაცემებით, სუდანში მომხდარ დაპირისპირებას სულ მცირე 500 ადამიანი ემსხვერპლა, 4 930-მდე კი დაშავდა. არსებული საფრთხისა და საკვების მარაგების ამოწურვის გამო სუდანი სულ მცირე 100 000-მა ადამიანმა დატოვა.

სუდანში დაპირისპირება ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობაში ძალაუფლებისთვის ბრძოლის ნაწილია, რომელიც ძალადობაში გადაიზარდა. სუდანს სამხედრო გენერლები მართავენ მას შემდეგ, რაც 2019 წელს, სამხედრო გადატრიალების შედეგად, ავტორიტარული პრეზიდენტი, ომარ ალ-ბაშირი დაამხეს.